ისრაელის მედიის ცნობით, დღეს „ჰამასისა“ და „ფათაჰის“ წარმომადგენლები პალესტინის საკითხზე სასაუბროდ მოსკოვში ჩავლენ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ ბოგდანოვი აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ვლადიმირ პუტინი „ჰამასისა“ და „ფათაჰის“ წარმომადგენლებთან შეხვედრას არ გეგმავს.