შეძლებენ თუ არა ოპოზიციური პარტიები წინასაარჩევნოდ გაერთიანებას და როგორი იქნება მათი სამოქმედო გეგმა? აღნიშნული შეკითხვა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოვებასთან ერთად, კიდევ უფრო მეტად აქტუალური ხდება. პოლიტიკურ გადაჯგუფებასთან დაკავშირებით, ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობაა. ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნებისა” და ბიძინა ივანიშვილის დამარცხება მხოლოდ საერთო ძალებითაა შესაძლებელი. მეორე ნაწილი კი გაერთიანების საჭიროებას ვერ ხედავს და ბრძოლას ინდივიდუალურად აპირებს.