მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შესახებ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეკითხვა დიდ ბრიტანეთში, Chatham House-ში დაუსვეს. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, შეწყალების შესაძლებლობა მორალური გადაწყვეტილებაა, რომელზეც გავლენას ვერც საგარეო ან შიდა ზეწოლა მოახდენს. გარდა ამისა, Chatham House-ის საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის ორგანიზებულ ღონისძიებაზე სალომე ზურაბიშვილს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ შეკითხვაც დაუსვეს. ზურაბიშვილის განცხადებით, ივანიშვილი საჯარო სივრცეში იმიტომ დაბრუნდა, რომ დაინახა იმის საჭიროება, რომ ამომრჩეველს აქამდე მიღებულ გადაწყვეტილებებზე პასუხები გასცეს. პრეზიდენტს ასევე ჰკითხეს საქართველოს მმართველი პარტიის როტორიკაზეც. სალომე ზურაბოშვილის შეფასებით, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, მთავრობის რიტორიკა შეიცვალა, თუმას მას ხელისუფლების „ორაზროვან პოზიციაზე“ პასუხი არ აქვს.