საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციები ევროპარლამენტში. გუშინდელ პლენარულ სესიაზე ევროპელმა დეპუტატებმა 2-ი რეზოლუცია დაამტკიცეს. დოკუმენტებში საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართ მხარდაჭერაა გამოხატული - ევროპელმა დეპუტატებმა ასევე რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციაც დაგმეს. გარდა ამისა, რეზოლუციებში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირის უსაფრთხოებას რუსეთის მავნე მცდელობები ევროპაში სუვერენულ სახელმწიფოთა საზღვრების იძულებით შეცვლის თაობაზე სერიოზულ საფრთხეს უქმნის. რეზოლუციის მხარდამჭერები მოუწოდებენ ევროკავშირს, რომ გააძლიეროს უსაფრთხოების თანამშრომლობა უკრაინასთან, საქართველოსა და მოლდოვასთან. ამავე დოკუმენტებში ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაცია - მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი დადებითადაა შეფასებული. ამავე დოკუმენტებით, ევროპარლამენტარები მიესალმებიან ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლითაც საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდასაჭერად, 30 მილიონი ევრო გამოიყოფა.