მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება გრძელდება. ამჯერად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, მიხეილ სააკაშვილის პირად წარმომადგენელთან სოფო ჯაფარიძესთან ერთად, ხელმოწერებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მუხიანის ოფისში აგროვებენ. ლევან ხაბეიშვილი ექსპრეზიდენტის გათავისუფლების აუცილებლობის მნიშვნელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ხელმოწერების პროცესში მთელი ქვეყნის მასშტაბით ასობით ადმიანი ერთვება.