სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო, რაც ოპოზიცის მიერ გაჟღერებულ მოთხოვნას მოჰყვა. ისინი მერიის იმ სამსახურების ხელმძღვანელების მოსმენას მოითხოვდნენ, რომელთა საქმიანობაში შიდა აუდიტის სამსახურმა 2022 წელს ხარვეზები და დარღვევები აღმოაჩინა. ნაციონალური მოძრაობის წევრების მოთხოვნამ „ ქართული ოცნების“ დეპუტატების გაღიზიანება გამოიწვია. ოპოზიციის წევრები აღნიშნულ საკითხზე სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვენ. თავის მხრივ საკრებულოს თავმჯდომარე საბა ოდიშარია აცხადებს, რომ არცერთი ფაქტი, რომელზეც აუდიტის დასკვნაში არის საუბარი, სისხლის სამართლებრივ ნიშნებს არ შეიცავს.