საქართველოს ვიცე-პრემიერი, ლევან დავითაშვილი კომპანია "ეარ ჯორჯიას" დამფუძნებლის, გიორგი კოდუას ბრალდებას პასუხობს. კოდუას განცხადებით, ამერიკის საელჩოს წარმომადგნელებთან გამართული შეხვედრის შემდეგ ეკონომიკის სამინისტრომ მას სთხოვა, თავი შეეკავებინა შეერთებულ შტატებთან პირდაპირი ფრენების ორგანიზებისგან, რადგან სახელმწიფოს ამის რესურსი არ გააჩნდა. ლევან დავითაშვილის განმარტებით, გიორგი კოდუას მიერ გაკეთებული განცხადება მანიპულაციურია, რადგან კომპანიას რომელსაც ავიახომალდი არ გააჩნდა, ოპერირების უფლება ვერც ექნებოდა. შეერთებულ შტატებთან ფრენების დაწყების სურვილს გამოთქვამს მმართველი გუნდი. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის კიდევ უფრო მეტად გასაღრმავებლად ყველაფერს აკეთებენ.