2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოვებასთან ერთად, მეტად აქტუალური ხდება ოპოზიციის სავარაუდო გაერთიანების საკითხი. ხელისუფლების ოპონენტების ერთი ნაწილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების აუცილებელ წინა პირობად საერთო იდეის გარშემო გაერთიანებას მიიჩნევს. ოპოზიციის მეორე ნაწილი კი ამტკიცებს, რომ განსხვავებული იდეოლოგიის მქონე პარტიებთან თუ პოლიტიკოსებთან პოზიციების დაახლოვება მათთვის სასურველ შედეგს ვერ მოიტანს, ამიტომ დამოუკიდებლად ბრძოლას აანონსებს. როგორ აფასებს ხელისუფლება ოპოზიციის გეგმებს - ხატია სამხარაძე გვეტყვის.