დაინერგება თუ არა სასამართლო სისტემაში ე.წ ვეტინგის მოდელი - მმართველი პარტია ოპოზიციის მიერ გახმოვანებული ინიციატივის მიღებას კვლავ არ აპირებს. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, უცხო ქვეყნების დახმარებით მოსამართლეების კეთილსინდისიერების საკითხის გადამოწმება, ქვეყნის სუვერენიტეტს კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებს. პარლამენტის სპიკერი აცხადებს რომ მართლმსაჯულების მიმართულებით საქართველო ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს, უკრაინას, მოლდოვასა და ალბანეთს უსწრებს. შალვა პაპუაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება გააკრიტიკა ოპოზიციამ. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, ქართული ოცნება სასამართლო კლანს ხელს აფარებს და პრობლემების მოგვარებას არ ცდილობს. თემაზე ვრცლად მერაბ პაპაშვილი ისაუბრებს