საქართველოში აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატების წინაშე დღეს პირველად წარდგა. სიტყვით გამოსვლისას მან რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის აშშ-სა და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაზე. დანიგანმა საქართველოს პრემიერთან ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის დეტალებიც გაიხსენა და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარებაზე ისაუბრა. სიტყვით გამოსვლის შემდეგ დანიგანს მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლების კითხვების მოსმენა და პასუხის გაცემაც მოუწია. კიდევ რაზე გაამახვილა ყურადღება აშშ-ის ელჩმა და რა კითხვები ჰქონდათ დეპუტატებს მასთან მაგდა ბლუაშვილი გვეტყვის