ნოდარ ახალკაცის სახელობის მინი სტადიონზე 2021 წელს გარდაცვლილი ფეხბურთელის ვახო ჩარკვიანის სახელობის ტურნირი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 22-მა გუნდმა მიიღო. გათამაშება 2014 და 2015 წელს დაბადებულ ბავშვთა შორის გაიმართა და გამარჯვებული გლდანის და სანზონის საფეხბურთო სკოლები გახდნენ. ფინალში მონაწილე გუნდებს და ფეხბურთელებს სიმბოლური პრიზები გადაეცათ. ტურნირის ორგანიზატორების თქმით გათამაშება ყოველ წელს გაიმართება.