ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობის პირები მოსკოვის სურვილის - ჟენევის დისკუსიების სხვა ქალაქში გადატანის შესახებ საუბრობენ. გაჟღერებული განცხადებების საპასუხოდ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინვე განაცხადა, რომ ქართული მხარე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდისთვის ემზადება. კონფლიქტოლოგები აცხადებენ, რომ ჟენევის დისკუსიის ნაცვლად, სხვა ალტერნატიულ ფორმატებზე საუბარი ქვეყნისთვის დამაზიანებელია და ამ საკითხის წამოჭრა რუსეთის მხრიდან საქართველოს მისამართით განხორციელებული ჰიბრიდული საფრთხის მორიგი მაგალითია.