საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ანა ლიბერგს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ნაყოფიერ თანამშრომლობაზე როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. საუბარი შეეხო ბოლო წლების განმავლობაში პარტნიორობის პოზიტიურ დინამიკას, მათ შორის - ვაჭრობისა და ეკონომიკის, თავდაცვის, უსაფრთხოების, განათლებისა და კულტურის სფეროებში. ასევე ხაზი გაესვა შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.