საქართველოში აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი პარლამენტის საგარეო ურთიერტობათა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატების წინაშე წარდგა. მან რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის აშშ-სა და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაზე. რობინ დანიგანმა საქართველოს პრემიერთან შეხვედრის შესახებ და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრა. სიტყვით გამოსვლის შემდეგ საქართველოში ამერიკის ელჩს მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა კითხვებიც დაუსვეს. კიდევ რა საკითხებზე გაამახვილა ყურადღება აშშ-ის ელჩმა და რა კითხვები ჰქონდათ დეპუტატებს მასთან.