პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სასამართლოში ვეტინგის სისტემის გამოყენების შემთხვევაში ქვეყნის სუვერენიტეტი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. პარლამენტის სპიკერი აცხადებს, რომ მართლმსაჯულების მიმართულებით საქართველო ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს, უკრაინას, მოლდოვასა და ალბანეთს უსწრებს. შალვა პაპუაშვილის განცხადებას უკვე მოყვა პოლიტიკური შეფასებები.