აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებითა და აშშ საელჩოს მხარდაჭერით, ქონსორთ ჯორჯია სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის პროექტს ახორციელებს . პროექტის ფარგლებში აფხაზეთის ხუთი საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებლები ნეიროპლასტიურობის მეთოდების გაზიარებით ტრენინგებს გაივლიან და შეძენილი ცოდნითა და უნარებით სპეციალური საჭიროების მქონე სკოლის მოსწავლეებს ცოდნის მიღებასა და გარემოსთან ადაპტაციაში დაეხმარებიან.