ტეხასში ტყის ხანძარს ებრძვიან. მედიის ინფორმაციით, ხანძარი უკონტროლოა და სწრაფად ვრცელდება. მშრალი და უჩვეულოდ თბილი ამინდის გამო, ხანძარმა შტატში არსებულ რეგიონში 250-ი ათას ჰექტარზე მეტი ფართობი გაანადგურა. სტიქიამ დასახლებულ პუნქტებამდეც მიაღწია, რის გამოც მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო. შექმნილი ვითარების გამო ტეხასის პოლიციამ საავტომობილო გზები გადაკეტა.