აშშ-ის ჯარის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ამერიკულმა თვითმფრინავმა და კოალიციის ხომალდმა წითელ ზღვაში ხუთ დრონი ჩამოაგდეს. ამავე ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატები „ჰუსიტების“ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან, იემენიდან იყო გაშვებული. ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ რეგიონში, დრონები სავაჭრო გემებისთვის, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებისთვის და კოალიციის გემებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ. შეგახსენებთ, რომ აშშ-მა „ჰუსიტების“ წინააღმდეგ დარტყმები მას შემდეგ დაიწყო, რაც ამ დაჯგუფებამ წითელ ზღვაში სარაკეტო და დრონით თავდასხმები გაახშირა. „ჰუსიტების“ მტკიცებით, ისინი ამ ფორმით ღაზაში მიმდინარე ომის გამო პალესტინელების მიმართ სოლიდარობას გამოხატავენ.