უკრაინაზე რუსული ძალების თავდასხმები გრძელდება. ზაპოროჟიე ოკუპანტების სამიზნე კიდევ ერთხელ გახდა. ქალაქის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ივან ფედოროვის განცხადებით, დაბომბვის შედეგად, დროებით ოკუპირებულ სოფელ ნოვეში 76 წლის ადგილობრივი დაიღუპა. ქალაქ ორიხივზე განხორციელებული საარტილერიო თავდასხმის შედეგად კი 53 წლის მამაკაცი დაშავდა. ბოლო 24 საათში, რუსებმა 11-ტ სხვადასხვა ადგილზე 234 შეტევა მიიტანეს. თავდასხმების შედეგად, საცხოვრებელი ინფრასტრუქტურაც დაზიანდა. გენშტაბის ცნობით, ასევე დიდია მტრის დანაკარგებიც. უკრაინის საჰაერო ძალებმა, რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი ჩამოაგდეს. საჰაერო ძალების ინფორმაციით, საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფებმა და საცეცხლე ჯგუფებმა ოკუპანტების დრონები მიკოლაივისა და ოდესის ოლქებში გაანადგურეს.