პროკურატურამ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ორ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის თებერვალში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთის აუქციონზე გატანის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და 20 000 ლარი გამოართვეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულები 26 თებერვალს დააკავეს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.