Reuters-ი Edison Research-ის პროგნოზზე დაყრდნობით იუწყება, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მიჩიგანის დემოკრატების პრაიმერიზში გაიმარჯვა. ამასთან, Edison Research-ის პროგნოზით, მიჩიგანში, რესპუბლიკელების საპრეზიდენტო პრაიმერიზში დონალდ ტრამპმა კონკურენტს, ნიკი ჰეილის დიდი სხვაობით მოუგო. Reuters-ის ინფორმაცით, მოსალოდნელია, რომ 5 ნოემბრის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელშიც ერთმანეთს, დიდი ალბათობით, ჯო ბაიდენი და დონალდ ტრამპი დაუპირისპირდებიან, მიჩიგანი გადამწყვეტ როლს შეასრულებს. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის არჩევნების დროს მიჩიგანში ბაიდენმა ტრამპს მხოლოდ 2.8 პროცენტიანი სხვაობით მოუგო.