მოსკოვში ალექსეი ნავალნის ადვოკატი დააკავეს. ინფორმაციას რუსული დამოუკიდებელი მედიასაშუალებები ავრცელებენ. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ადვოკატის, ვასილი დუბკოვის დაკავების მიზეზად საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა სახელდება. დუბკოვი გარდაცვლილი პოლიტიკოსის დედას, ლიუდმილა ნავალნაიას სალეხარდში ვიზიტის დროსაც თან ახლდა, სადაც ციხეში გარდაცვალების შემდეგ ნავალნის ცხედარი გადაასვენეს. წყაროების ინფორმაციით, ადვოკატი მოსკოვის შჩერბინკას პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.