აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი თეთრ სახლში კონგრესის დემოკრატ და რესპუბლიკელ ლიდერებს შეხვდა. ბაიდენმა კონგრესმენებთან შეხვედრის დაწყებისას რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის, ე.წ. შათდაუნზე, ასევე უკრაინისა და ისრაელის დახმარებაზე ისაუბრა. ე.წ. შათდაუნზე საუბრისას ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს პროცესი ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვნად დააზარალებს. მისი თქმით, ამერიკას ორპარტიული გადაწყვეტილებები სჭირდება. ბაიდენმა უკრაინისა და ისრაელის საჭიროებების შესახებაც ისაუბრა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კონგრესის მიერ ახალი დახმარების პაკეტის დამტკიცება აუცილებელია. მანვე ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული პალესტინის რაიონებისთვის ჰუმანიტარულ დახმარებასაც მოიცავს.