საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე საქართველოში შვეიცარიის ელჩს, ჰაიდი გრაუს შეხვდა. აღნიშნულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. ასევე ხაზი გაესვა საქართველოსა და შვეიცარიას შორის მჭიდრო და მეგობრულ ურთიერთობებს როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. პრემიერ-მინისტრმა ჰაიდი გრაუს მადლობა გადაუხადა შვეიცარიის მტკიცე მხარდაჭერისთვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.