„ჰამასის“ ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სიტყვები ღაზის სექტორში ბრძოლის შეწყვეტის შესახებ ნაადრევია და ადგილზე არსებულ ვითარებას არ ემთხვევა. მისი თქმით, ჯერ კიდევ არის დიდი ხარვეზები, რომლებიც უნდა აღმოიფხვრას. „ჰამასის“ განცხადებამდე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა იმედი გამოთქვა, რომ ისრაელი-ჰამასის ომში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა მომავალი კვირის ორშაბათამდე მოხდება.