„იანდექსისა“ და „ბოლტის“ ტაქსის მძღოლებმა დღეს საპროტესტო აქცია გამართეს. ჰუალინგის მიმდებარე ტერიტორიიდან ისინი მსვლელობით გაემართნენ რესპუბლიკის მოედანზე, სადაც საკუთარი მოთხოვნები გააჟღერეს. პროტესტის მონაწილე ტაქსის მძღოლები მგზავრობის ტარიფის გადახედვას, კერძოდ, გავლილი მანძილისა და დახარჯული დროისთვის ანაზღაურების 20%-ით გაზრდას ითხოვენ. გარდა ამისა მათი მოთხოვნაა, ა დ ბე კატეგორიის ტაქსებისთვის ე.წ ბასლაინებით სარგებლობის ერთანირი პირობების დაწესება. ტაქსის მძღოლები ხელისუფლებას მოუწოდებენ საკითხით დაინტერესდენენ და პრობლემის მოსაგვარებლად მედიატორი გამოყონ. აქციის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებს პროფკავშირები. გაერთიანების წარმომადგენლები ამზადებენ სარჩელს, რათა ტაქსის მძღოლებსა და დამკვეთ კომპანიებს შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობა შრომითი ურთიერთობოთ შეიცვალოს.