პარტია "ლელომ" შინაურ ცხოველთა შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით უფლებადამცველებთან, კინოლოგიური და ვეტერინარური დაწესებულებების წარმომადგენლებთან პარლამენტში შეხვედრები გამართა. სფეროს წარმომადგებლები აცხადებენ, რომ ინიციატივა მიუსაფარი ცხოველების პრობლემას ვერ აგვარებს. მათი თქმით ინიცირებულ კანონპროექტში ბევრი ბუნდოვანი რეგულაცია და შეზღუდვაა. ცხოველთა უფლებადამცველები კი ამბობენ, რომ კანონში რიგი პუნქტები კორუფციის წყაროც შეიძლება გახედეს.