პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს 30 ოპოზიციონერი დეპუტატის ქონებრივ დეკლარაციას ანტიკორუფციული ბიურო შეამოწმებს. ბიუროს მიერ შემუშავებული 30 კაციანი სია თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს მოიცავს. ოპოზიციონერი დეპუტატები, რომელთა დეკლარაციების შესწავლასაც ბიურო აპირებს, გადაწყვეტილებას ფარისევლობას უწოდებენ. ოპოზიციისგან განსხვავებული მოსაზრება აქვთ მმართველ გუნდში. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობა როგორც ოპოზიციის, ასევე მმართველი გუნდის ქონებრივი დეკლარაციების შესწავლას გულისხმობს. რა განცხადებები კეთდება საკითხის ირგვლივ , მაგდა ბლუაშვილი გვეტყვის