საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრას აგრძელებს, რასაც “ქართული ოცნების”ოპონენტების ერთი ნაწილი დადებითად აფასებს. მათი განმარტებით, საუბრის მთავარი თემა 9 დათქმის შესრულებას ეხება, პრეზიდენტის როლს კი ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ოპოზიციის მეორე ნაწილი კი შეხვედრებში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს, თუმცა ამის მიუხედავად კონსულტაციის მზაობას ადასტურებს. როგორ აფასებს პრეზიდენტისა და ოპოზიციის შეხვედრებს საპარლამენტო უმრავლესობა.