სტატისტიკამ საქართველოდან საბერძნეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის კოლოსალური ზრდა აჩვენა. მხოლოდ მიმდინარე წლის იანვარში, საქართველოს ადგილობრივი ექსპორტი საბერძნეთში 1341%-ით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში საბერძნეთში 5.1 მილიონი დოლარის ღირებულების ადგილობრივი წარმოების პროდუქცია გავიტანეთ, მაშინ, როცა 2023 წლის იანვარში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 353 ათასი დოლარი იყო. როგორც აღმოჩნდა, ყველაზე დიდი რაოდენობით საბერძნეთში საქართველოდან მინერალური პროდუქტები გავიდა, მეორე ადგილზეა მერქანი, მერქნის და ჩალის ნაწარმი; კვების მზა პროდუქტები; სასმელები; თამბაქო და ტექსტილის მასალები.