2022 წელთან შედარებით, საქართველოს ზამთრის საკურორტო ზონებში მოთხოვნა უძრავ ქონებაზე შემცირდა. 2023 წელს გუდაურში 378 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 27%-იანი კლებაა. ამის შესახებ „გალთ&თაგარტის“ კვლევაშია ნათქვამი. ამჟამად გუდაურში 6 საცხოვრებელი პროექტის გაყიდვები მიმდინარეობს. როგორც კვლევაშია ნათქვამი, გასულ წელს, გუდაურისთვის დამახასიათებელი ტენდენციის შესაბამისად, მცირე ზომის ბინებმა, რომელიც 26- დან 50 მ2-მდე ფართობს მოიცავს, მთლიანი გაყიდვების 87.4% შეადგინა. ამასთანავე, გაყიდული ბინების თითქმის ნახევარი მაღალი ფასის სეგმენტიდან იყო და 1 კვადრატული მეტრის ფასი 1200-1500 დოლარამდეა. 2023 წლის ბოლოს გუდაურში ბინების საშუალო შეწონილი ფასი წლიურად 3.5%-ით შემცირდა. გუდაურში გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ 18.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 26%-იანი კლებაა.