საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ მიმდინარე წლის იანვრის ბოლოსათვის 50 მლრდ ლარს გადააჭაბა, რაც დაახლოებით 72. მლნ ლარით, ანუ 0.14%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ამავე პერიოდში გაიზარდა ვადიანი დეპოზიტები 1.95 მლრდ ლარით, ანუ 10.08%-ით. რაც შეეხება მოთხოვნამდე დეპოზიტებს, 1.88 მლრდ ლარით, ანუ 6.02%-ით შემცირდა. დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2024 წლის იანვრის ბოლოსათვის 50 პროცენტს გადააჭარბა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.95 პროცენტით. იანვარში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 8.10% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 10.60%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.05%“, - აღნიშნულია სებ-ის ინფორმაციაში. გარდა ამისა, უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში ამერიკული დოლარის წილმა 78.68%, ხოლო ევროს წილმა 19.68% შეადგინა.