გასულ წელს, მისო-ების წმინდა მოგებამ 125 მლნ ლარს გადააჭარბა. ეს კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11,6 მლნ ლარით, 10,2%-ით მეტია. 2022 წელი მისო-ებმა დაახლოებით 114 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დახურეს. ამასთან, ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2023 წელს მისო-ების მთლიანი აქტივები შეადგენდა 2 მლრდ ლარზე მეტს, მთლიანი კაპიტალი კი 732 მილიონ 575 ათას ლარს. სებ-ის მონაცემებით, გასულ წელს მისო-ების მთლიანმა საპროცენტო შემოსავალმა 432 მლნ ლარზე მეტი შეადგინა, საიდანაც ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხებიდან სექტორმა დაახლოებით 382 მილიონი ლარი მიიღო, იურიდიულ პირებზე გაცემული სესხებიდან საპროცენტო შემოსავალმა კი 5-ი მილიონ 725 ათასი ლარი შეადგინა. ამასთან, საანგარიშო პერიოდში მისო-ების მთლიანი არასაპროცენტო შემოსავლები 76-ი მილიონ 612 ათასი ლარი იყო. ცნობისთვის, გასულ წელს ბაზარზე 34 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებდა.