აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიხედვით, რამადანის პერიოდში ისრაელი ღაზაში სამხედრო მოქმედებებს შეაჩერებს. მისივე თქმით, ისრაელი ციცხლის შეწყვეტას დათანმხდა, რათა „ჰამასმა“ არსებული დრო ისრაელელი მძევლების გათავისუფლებისთვის გამოიყენოს. ჯო ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს და მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნულ შეთანხმებას მომავალი კვირის ორშაბათამდე მიაღწევენ.