ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და ფინანსური მხარდაჭერით, პორტუგალიის ქალაქ პორტოში გართულ გამოფენაში საქართველოში ღვინის მწარმოებელ 11 მარანი მონაწილეობდა. აღნიშნულ ღონისძიებაში პორტუგალიიდან, ესპანეთიდან და საქართველოდან ღვინის 100-ზე მეტი მწარმოებელი იყო ჩართული. გამოფენის ფარგლებში, ღვინის პროფესიონალებისა და სავაჭრო სფეროს წარმომადგენლებისთვის ქართული ღვინის დეგუსტაციები და გალა-ვახშამი გაიმართა, ასევე ქვევრში ღვინის დაყენების ტექნოლოგიაზე კონფერენცია ჩატარდა და სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის ჩვენებაც გაიმართა.