საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ მომავალში უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა არ უნდა გამოირიცხოს. მისივე თქმით, რუსეთის დამარცხება ევროპაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის არის აუცილებელი. საფრანგეთის ლიდერმა უკრაინისათვის საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებისა და ბომბების მიწოდებისთვის კოალიციის შექმნა გამოაცხადა.