ოპოზიციის ნაწილი მიესალმება ჩინეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის მიღებას. ხელისუფლების ამბობენ, რომ პოზიტიურია, როდესაც საქართველო სხვადასხვა ქვეყნებთან ურთიერთობებს აღრმავებს, თუმცა ისინი აქვე ამბობენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ჩინეთის მსგავსად, ურთიერთობები აშშ-სთანაც უნდა დაალაგოს. ოპოზიციის შეფასებით, ახლა საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, რომ საზოგადოება იმაში დაარწმუნოს, რომ ჩინეთი და სხვა ნებისმიერი სახელმწიფო აშშ-სა და ევროკავშირის ალტერნატივაა, რაც, მათივე შეფასებით, არასწორია.