უკვე მე-2 დღეა, რაც NDI-ის კრიტიკულ ანგარიშსს პოლიტიკური პარტიები ეხმაურებიან. სადამკვირვებლო მისიის დასკვნაში საუბარი ქვეყანაში წინასაარჩევნოდ არსებულ გამოწვევებსა და 5%-იან ბარიერს შეეხება. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ ბარიერის პირობებში ქვეყანას მრავალპარტიული პარლამენტი ვერ ეყოლება. სწორედ ამიტომ, ისინი სამთავრობო გუნდს საარჩევნო ბარიერის დაწევისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ. თუმცა, ამ მოწოდების მიუხედავად, ყველა ოპოზიციურ პარტიას იმის ამბიცია და მოლოდინი აქვს, რომ მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებში მათ არსებული ბარიერის გადალახვა არ გაუჭირდებათ.