საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 55-ე სესიის მაღალი დონის სეგმენტის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა. მან 2022-2030 წლებში ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცების მნიშვნელობას ხაზი გაუსვა. მინისტრის სიტყვით გამოსვლის დროს, განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებსა და არსებული გამოწვევებს დაუთმო. დარჩიაშვილმა ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების დაშვების საჭიროებას ხაზი გაუსვა. ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტს, უმაღლეს კომისრებს და ასევე კოლეგა მინისტრებს შეხვდა.