„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის. იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი ცვლილებებს დაამტკიცებს ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი, რომელსაც კანონმდებლობის მიხედვით პრემიერ-მინისტრი“ ნიშნავს, ხელშეუხებლობის გარანტიით ისარგებლებს. დაგეგმილი ცვლილებები უპოზიციური პარტიებისთვის მიუღებელია, რადგან მათი თქმით, არის რიგი საკითხები, სადაც იკვეთება რომ რეალურად ბიურო მხოლოდ ფორმალურ ფუნქციებს შეასრულებს. ანტიკორუფციული მიმართულებით კიდევ რა ცვლილებებს გეგმავს სახელისუფლებო გუნდი და რა წერია „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ნახეთ ცარო კირვალიძის სიუჟეტში.