საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, ისევე როგორც თავისუფალ და სამართლიან საარჩევნო პროცესს. დიპლომატი იმედოვნებს, რომ საარჩევნო პროცესების მიუხედავად, შესრულდება ის 9 დათქმა, რომელიც ქვეყანას ევროკომისიამ გაწევრიანების მომდევნო, მოლაპარაკებების ეტაპზე გადასასვლელად განუსაზღვრა. ჰერჩინსკი აღნიშნავს, რომ ამ დროისათვის, საქართველოს საგარეო პოლიტიკის ევროკავშირთან შესაბამისობის დონე საკმაოდ დაბალია.