პოლარიზაცია, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ სიტყვიერი თავდასხმები და ადმინისტრაციული რესურსების არაკეთილსინდისიერად გამოყენებაზე ეჭვები- ეს ის საკითხებია რომელიც NDI სადამკვირვებლო მისიის ანგარიშშია ხაზგასმული. სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, 5 პროცენტიანი ბარიერი საშიშროებას ქმნის რომ შემდეგი მოწვევის პარლამენტი მხოლოდ ორპარტიული იქნება. ანგარიშში კრიტიკა დაიმსახურა საარჩევნო კოდექსში შეტანილმა ცვლილებებმაც. კრიტიკის საპასუხოდ მმართველ გუნდში აცხადებენ რომ NDI-ის დასკვნაში შეცდომაში შემყვანი მოსაზრებაა გაჟღერებული. თავისმხრივ, ხელისუფლების ოპონენტები 5 პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის საკითხზე ამახვილებენ ყურადღებას. როგორ აფასებენ დეპუტატები ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის სადამკვირვებლო მისიის დასკვნებს მაგდა ბლუაშვილი გვეტყვის.