საქართველოს პრეზიდენტისგან მოსაწვევს ელოდება ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც. ლომჯარია ამბობს, რომ მნიშვნელოვანია სივრცე, სადაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები სამოქმედო გეგმებზე ისაუბრებენ.ყოფილი სახალხო დამცველის თქმით, მსგავსი ტიპის შეხვედრები დროული და კარგია. ლომჯარიას თქმით ის აპირებს ყველა იმ შეხვედრაში მიიღოს მონაწილეობა, სადაც საუბარი საქართველოს ევროინტეგრაციაზე იქნება. რაც შეეხება მის პოლიტიკურ გეგმებს, ყოფილი სახალხო დამცველი ამბობს, რომ საკუთარ თავს ვერ ხედავს, რომელიმე პოლიტიკურ გაერთიანებაში.