რუსეთის გარეშე სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვის იდეა სასაცილოა , - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ეს უცნაური ფორმატია, რადგან გარკვეული სამშვიდობო გეგმები რუსეთის მონაწილეობის გარეშე ხორციელდება, რაც თავისთავად არასერიოზულია და სასაცილოც კი არის“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
გუშინ, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ შვეიცარიაში გასამართი სამშვიდობო სამიტის გეგმა მოგვიანებით შეიძლება რუსეთსაც გადაეცეს.
„შეიძლება შეიქმნას სიტუაცია, როდესაც ჩვენ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები მოვიწვიოთ, სადაც მათ გეგმას იმ შემთხვევაში წარუდგენენ, თუ ის, ვინც იმ დროს აგრესორ ქვეყანას წარმოადგენს, მოინდომებს, რომ ომი რეალურად დაასრულოს და სამართლიან მშვიდობას დაუბრუნდეს“, - აღნიშნა ანდრეი ერმაკმა.