რუსთავის საქალაქო სასამართლომ ქალაქის საკრებულოს საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მერიის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსთავის საკრებულო უფლებამოსილი არ არის, რომ მერიის მიერ წარდგენილი პროექტები არ განიხილოს.დავის მიზეზი საკრებულოს გადაწყვეტილებებია, რომელმაც ათობით საკითხი ჯერ ბიუროზე, შემდეგ კი სხდომაზე არ გაიტანა.