თავდაცვის მინისტრი აშშ-ის ევროპული სარდლობის გენერალს შეხვდა. ირაკლი ჩიქოვანმა დანიელ ლასიკას თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. მხარეებმა თავდაცვის სფეროში აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს და იმედი გამოთქვეს, რომ ქვეყნებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება.