ნატო-ს ქვეყნებმა ხმელთაშუა ზღვაში ყველაზე მასშტაბური წყალქვეშა სამხედრო სწავლება დაიწყეს. წვრთნებში სახელწოდებით, „დინამიური მანტა“ კანადის, გერმანიის, საბერძნეთის, იტალიის, აშშ-ის, ბრიტანეთისა და თურქეთის სამხედროები მონაწილეობენ. ნატო-ს სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლობის ინფორმაციით, ალიანსის წევრი ქვეყნების სამხედროები რთული სცენარების გადასაჭრელად გაერთიანდნენ. სამხედროები მტრის წყალქვეშა ნავების აღმოჩენასა და თვალყურის დევნებაში ივარჯიშებენ. წვრთნები რამდენიმე დღის განმავლობაში 24 საათიან რეჟიმში გაგრძელდება.