საპარლამენტო უმრავლესობა "კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის“ და "სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში დაინიცირებულ ცვლილებებს ბიუროს დღეს წარუდგენს. მმართველი გუნდის მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, იცვლება რეაგირება თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ხარვეზით წარდგენის შემთხვევაში. გნისაზღვრა ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის ხელშეუხებლობის გარანტიაც. გარდა ამისა, იზრდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის კანდიდატურის შესარჩევი კონკურსის ჩატარების ვადები და წესები. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ დაინიცირებული ცვლილებები სამსახურის დამოუკიდებლობას და ეფექტიანობას გაზრდის.