25 წლის გიორგი მირზაშვილის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულს პროკურატურამ 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 18 იანვარს, გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში, ორმა პირმა დაზარალებულს ბლაგვი საგნების გამოყენებით სხეულის დაზიანებები მიაყენეს, შემდეგ კი გაგუდეს და სარწყავი არხის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ჭაში დამარხეს.