ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, უკრაინის ომის შედეგი, შეიძლება, უახლოეს თვეებში გადაწყდეს, რის გამოც დასავლეთმა კიევისთვის დახმარება უნდა გააძლიეროს. მისი თქმით, თუ ევროპელებს უკრაინის გამარჯვება სურთ, ქვეყანას მეტი დახმარება, უფრო სწრაფად უნდა გაუწიონ. ბორელმა ევროპელებს პასუხისმგებლობის აღებისა და საკუთარი თავდაცვის გაუმჯობესებისკენ მოუწოდა.